ხანძარი ლოს-ანჯელესში

ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა

სურათი კოსმოსური თანამგზავრიდან, ალტადენა, კალიფორნია, 2024 წლის 8 იანვარი

CNN-ის უახლესი ინფორმაციით, ლოს-ანჯელესში, 7 იანვარს გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 10-მდე გაიზარდა.

ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფის, რობერტ ლუნას თქმით, ძლიერად დაზიანებულ ტერიტორიებთან მიღწევა ჯერ კიდევ არ არის უსაფრთხო, რაც ნიშნავს იმას, რომ მსხვერპლის რაოდენობა დაუზუსტებელია და გაიზრდება.

ბოლო მონაცემებით, ხანძრის შედეგად, რომელიც უკვე ითვლება ლოს-ანჯელესის ოლქის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველ ხანძრად, სულ მცირე, 10 000 შენობა სრულად განადგურდა.

ხანძარი 7 ნოემბერს, პასიფიკ-პალისეიდსის რაიონში დაიწყო, რომელიც სანტა-მონიკასა და მალიბუს შორის მდებარეობს. ხანძრის ფართობი 1182 ჰექტარს შეადგენს. ბოლო მონაცემებით ევაკუირებულია 30 000 ადამიანი, ცეცხლმა გაანადგურა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ არის.

კომენტარები