რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულში, ტყეში ხანძარი "ფაქტობრივად ლიკვიდირებულია". ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ უთხრა.
მისი ინფორმაციით, პრევენციის მიზნით ადგილზე რჩება რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.