სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.7%-ით გაიზარდა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ საქართველოში 1.9% შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე ფასი 3.6%-ით გაიზარდა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე:
- ბოსტნეული და ბაღჩეული (+15.7%)
- ზეთი და ცხიმი (+10.1%)
- ყავა, ჩაი, კაკაო - (+8.8%)
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (+6.9%)
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (+5.5%)
- თევზეული (+4.8%)
- ხორცი და ხორცის პროდუქტები (+1.3%);
- პური და პურპროდუქტები (+0.3%).
ამასთან, საქტატი ირწმუნება, რომ ფასები 0.6%-ით შემცირდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე, ხოლო 0.7%-ით ხილსა და ყურძენზე.
საქსტატის ცნობითვე, წინა წელთან შედარებით, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე ფასი - 5.9%-ით გაიზარდა. განათლება 5.1%-ით გაძვირდა, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 7.7%-ით, ჯანდაცვა - 3.7%-ით, ხოლო ავეჯი/საოჯახო ნივთები/სახლის მოვლა 1.1%-ით.
ერთ წელში ფასი ყველაზე მეტად კავშირგაბმულობაზე შემცირდა - 12.7%-ით. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 1.2%-ით გაიაფდა, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია და აირი - 3.2%-ით, ტრანსპორტი კი - 1.4%-ით.