აშშ-ქართული ოცნება

უილსონის თქმით, ივანიშვილის რეჟიმის არაღიარების აქტი შემუშავებულია და მზადაა წარსადგენად

კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი

აშშ-ს რესპუბლიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი X-ზე წერს, რომ ივანიშვილის რეჟიმის არაღიარების აქტი შემუშავებულია და მზადაა კონგრესში წარსადგენად.

"ორპარტიული ქართული კოშმარის არაღიარების აქტი შემუშავებულია და მზადაა წარსადგენად! ქართველი ხალხი ითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. აშშ არ აღიარებს ჩინეთის კომუნისტური პარტიის მომხრე, პროირანულ ივანიშვილის რეჟიმს!" - წერს უილსონი X-ზე.

გუშინ, 4 იანვარს, უილსონმა X-ზე ასევე დაწერა, რომ კონგრესმენ სტივ კოენთან, რიჩარდ ჰადსონთან და მარკ ვეზისთან ერთად, 119-ე მოწვევის კონგრესში, MEGOBARI აქტი ხელახლა წარადგინა.

როგორც გამოცემა, The Hill წერს, "კონგრესის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი, რომელიც ამ პოსტზე 3 იანვარს ხელმეორედ აირჩიეს, მარს უჭერს ამ კანონპროექტს და მიმდინარეობს მუშაობა, რომ ის მიამაგრონ მთავრობის დაფინანსების ერთ-ერთ მთავარ კანონპროქტთან, რომელიც მარტში იქნება განხილული".

კომენტარები