ლარის კურსი

ლარი ევროსთან გამყარდა, დოლართან მცირედით გაუფასურდა - ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.2 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 3.37 თეთრით გამყარდა. 3 იანვრის ვაჭრობის შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8158 ლარია, ერთი ევროსი -  2.8955 ლარი. 

რაც შეეხება აქამდე მოქმედ კურსს, ერთი დოლარის ღირებულება  2.8138 იყო, ხოლო 1 ევროსი - 2.9292.

მას შემდეგ, რაც ივანიშვილის მთავრობამ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს. 

კომენტარები