უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GUR) განახლებული ინფორმაციით, ბოლო იერიშის დროს უკრაინულმა Magura V5-ის ტიპის საზღვაო დრონმა ორი რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდო.
მანამდე, 31 დეკემბერს, GUR-ში განაცხადეს, რომ საზღვაო დრონმა SeeDragon-ის ტიპის რაკეტით ისტორიაში პირველად საჰაერო სამიზნე, რუსული МИ-8, ჩამოაგდო. თუმცა, განახლებული განცხადების მიხედვით, რომელიც 2 იანვარს გამოქვეყნდა, დრონმა ორი ვერტმფრენი ჩამოაგდო და ერთი დააზიანა. მანამდე რუსულმა პროპაგანდისტულმა არხებმა აღიარეს, რომ უკრაინის იერიშის დროს რუსეთმა ორი ვერტმფრენი დაკარგა.
31 დეკემბერს უკრაინის სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის სპეცქვედანაყოფის, Group 13-ის მეომრებმა, სარაკეტო შეიარაღებით აღჭურვილი საზღვაო დრონის, Magura V5-ის მეშვეობით რუსული ვერტმფრენები გაანადგურეს.
დრონიდან ნასროლი საზენიტო რაკეტით ვერტმფრენის ჩამოგდების ვიდეო უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა: