ლარი დოლართან 0.7 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 0.14 თეთრით გამყარდა. 2024 წლის ბოლო ვაჭრობის შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8138 ლარია, ერთი ევროსი - 2.9292 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.86 ლარი ღირს, 1 ევრო - 2.99 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.83 ლარია, ევროსი - 2.95 ლარი.
მას შემდეგ, რაც ივანიშვილის მთავრობამ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს.

![გამოვლენილია ფინანსური დანაშაულის 3 ფაქტი, დაკავებულია 6 პირი – საგამოძიებო [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/05/ssaa.png.jpg?itok=1wfu_1Ke)



