უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, რუსული ვერტმფრენი МИ-8 საზღვაო დრონის გამოყენებით არის განადგურებული.
როგორც უწყება წერს, ომების ისტორიაში პირველად, საზღვაო დრონმა გაანადგურა საჰაერო სამიზნე.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 31 დეკემბერს, უკრაინის სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის სპეცქვედანაყოფის, Group 13-ის მეომრებმა, სარაკეტო შეიარაღებით აღჭურვილი საზღვაო დრონ Magura V5-ის მეშვეობით რუსული ვერტმფრენი გაანადგურეს.
საზღვაო დრონის იერიშის შედეგად კიდევ ერთი ასეთი ვერტფრენი დაზიანდა და აეროდრომამდე მიფრენა მოახერხა.
დრონიდან ნასროლი საზენიტო რაკეტით ვერტმფრენის ჩამოგდების ვიდეოს უკრაინის დაზვერვა ავრცელებს: