ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა - 30 დეკემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 1.25 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 1.98 თეთრით. ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8068 ლარია, ერთი ევროსი - 2.9306 ლარი. 30 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი ყველა ვალუტასთან გაუფასურდა, მხოლოდ რუსულ რუბლთან გამყარდა.

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.85 ლარი ღირს, 1 ევრო - 2.99 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.82 ლარია, ევროსი - 2.95 ლარი.

მას შემდეგ, რაც ივანიშვილის მთავრობამ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს. 

კომენტარები