მინსკი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სხდომას მასპინძლობს, რომელსაც დისტანციურად ესწრება სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. ოფიციალური ინფორმაციით მას Covid-19 დაუდასტურდა, გარდა ამისა ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხური დელეგაციის სხვა წევრებიც სამიტს ვიდეკონფერენციის რეჟიმში დაესწრებიან.
ფაშინიანს გადაწყვეტილება დაუწუნა სხდომის მასპინძელმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ. ორი ქვეყნის ლიდერს შორის შელაპარაკება მოხდა.
გთავაზობთ ლუკაშენკოსა და ფაშინიანის დიალოგს ევრაზიის ეკონიმიკური კავშირის სხდომაზე(ლ - ლუკაშენკო, ფ - ფაშინიანი).
ლ: მინდა გთხოვოთ, როგორც თავმჯდომარემ, თუ ჩვენს მაყურებლებს (გულისხმობს ფაშინიანს) აინტერესებთ ჩვენი კავშირი, ვთხოვდი, სხდომას დაესწრონ და არა ტელევიზორით (გულისხმობს ვიდეომიმართვას) მოყვნენ, თუ როგორ ითანამშრომლებენ ჩვენთან. ნიკოლ ვოვაევიჩ, ეს თქვენ არ გეხებათ, ვიცით, რომ არამხოლოდ წვერი გაიპარსეთ, არამდე ცოტათი ავადაც ხართ, ამიტომ აღგიქვამთ, როგორც ჩვენი კავშირის ახალ, ახალგაზრდა, ყოველ შემთხვევაში გარეგნულად, წევრს.
ფ: მადლობა ალექსანდრ გრიგორიევიჩ, უბრალოდ მინდა დავაზუსტო, რომ ჩვენ მინსკში ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შეხვედრის ჩატარების წინააღმდეგნი არ ვართ, მაგრამ წინასწარ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი დელეგაცია სხდომაში მონაწილეობას ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მიიღებს.
ლ: და რა პრობლემაა? რა პრობლემა გაქვთ? შორია მინსკამდე? თუ ვერავინ მოგიყვანთ? თუ საჭიროა თქვენი დელეგაციის ჩამოყვანას უზრუნველვყოფთ
ფ: ალექსანდრ გრიგორიევიჩ, ამ საკითხზე უკვე საჯარო განცხადება გავაკეთე და ეს განცხადება ძალაში რჩება, არ მგონია, რომ ეს სწორი ფორმატია ამ საკითხზე სალაპარაკოდ, უბრალოდ თქვენ შეეხეთ საკითხს და სწრაფად უნდა მეპასუხა, რომ არ ყოფილიყო არანაირი გაუგებრობა
ლ: მაშინ გავნიხილოთ თქვენი განცხადება
ფ: და რა არის განსახილველი? თქვენ ვერ განიხილავთ ჩემს განცხადებას, იმიტომ, რომ ჩემი განცხადება განხილვას არ ექვემდებარება
ლ: განვიხილავთ, იქნებ ტელევიზორი არ იყო, რომ თქვენ დისტანციურად არ გამოდიოდეთ
ფ: არ არის პრობლემა, არ არის პრობლემა. მესმის, რომ შესაძლოა თქვენ უკვე ტელევიზორებთან დაკავშირებული პრობლემებიც გაგიჩნდათ, გაგებით ვეკიდები





