2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში

გვარამია: სხვები ამუნათეს და თვითონ შეთხზულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს

ხალხი გაიფიცოს და სამსახურში არ იაროსო, ბიზნესი გაიფიცოს და გადასახადები არ გადაიხადოსო, ქარხნები დაიხურონ და პროდუქცია არ გამოუშვანო - აი ეს იძახეს, სხვები ამუნათეს და ბოლოს თვითონ ქოცების შეთხზულ-გაყალბებულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს.

ასე ეხმაურება კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ არჩევნების მიხედვით განსაზღვრულ დაფინანსებას 6 პოლიტიკური პარტია მიიღებს.

კომენტარები