2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში

ცესკო: არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადების მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსების უფლება შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მოიპოვა. 

ცესკოს მიხედვით, ესენია შემდეგი პარტიები: 

  1. ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო;
  2. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
  3. კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა;
  4. გახარია საქართველოსთვის;
  5. ლელო საქართველოსთვის;
  6. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი;
  7. ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი.

მათივე ცნობით,  დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა.

"საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე მიღებულ დაფინანსებაზე უარის თქმის ვადა პოლიტიკურ გაერთანებებს დღეს, 26 დეკემბერს 18:00 საათზე ამოეწურათ" - წერია ცესკოს განცხადებაში.

კომენტარები