ჩრდილოეთკორეელი სამხედროები რუსეთში

ზელენსკი: კურსკში ჩრდილოეთ კორეის ჯარის დანაკარგი 3000-ზე მეტ კაცს შეადგენს

კიმ ჩენ ინი და ჩრდილოეთკორეელი სამხედროები
Photo: KCNA via REUTERS

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლობის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ბოლო მონაცემებით მოკლული და დაჭრილია 3000 ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი, რომელიც რუსეთის მხარეს უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა.

"არსებობს რისკები, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთში დამატებით ჯარისკაცებსა და სამხედრო ტექნიკას გაგზავნის. ამას ჩვენი მხრიდან საგრძნობი პასუხი ექნება". – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მსოფლიომ უნდა გაიაზროს, რომ მოსკოვისა და ფხენიანის თანამშრომლობით, იზრდება დესტაბილიზაციის რისკები კორეის ნახევარკუნძულზე, მეზობელ რეგიონებსა და აკვატორიაში. 

"რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეისთვის ომის წარმოების თანამედროვე ხერხების გაზიარება და სამხედრო ტექნოლოგიების გადაცემა გლობალური რისკია". – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცოტა ხნით ადრე, ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთი ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცების რუსებად გასაღებას ცდილობს, მოკლულებს კი, იდენტიფიკაციის გასართულებლად სახეებს უწვავს

კომენტარები