უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი მოხალისე, ბადრი კვარაცხელია დაიღუპა.
ინფორმაცია ტაბულას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. სამინისტროს ცნობით, "შესრულდა გადმოსვენებისთვის საჭირო ყველა პროცედურა".
მოცემული ინფორმაცია ჩასწორებულია - პირვანდელ ვერსიაში ნათქვამი იყო, რომ დაიღუპა ჯაბა კვარაცხელია, მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტაბულას შეატყობინა, რომ დაიღუპა ბადრი კვარაცხელია.





