ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ზელენსკი: რუსეთიდან მართული მაფია (ოცნება) ცდილობს ქვეყანა პუტინის გავლენის ქვეშ მოაქციოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
unn.ua

19 დეკემბერს ევროპული საბჭოს სხდომაზე უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლებას რუსეთიდან მართული მაფია უწოდა. გარდა ამისა, ზელენსკიმ ევროკავშირის წარმომადგენლებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

ზელენსკის თქმით, ევროპის ყველა დემოკრატიულმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირსა და NATO-სთან უნდა ითანამშრომლოს.

"სამწუხაროდ, რუსეთის მიერ მართული მაფია საქართველოში მუშაობს იმაზე, რომ ქვეყანა პუტინის გავლენის ქვეშ მოაქციოს და ევროპულ გზას დააშოროს. თბილისში მოქმედი ხელისუფლება ევროკავშირთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს". – თქვა ზელენსკიმ ევროპული საბჭოს სხდომაზე.

მან ევროპელ ლიდერებს ოლიგარქ ივანიშვილზე და "მის ამფსონებზე" ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდა.

"ჩვენს ევროპაში არც ერთი ქვეყნის დაკარგვის უფლება არ გვაქვს. ერთის დაცემა, თითოეულ ჩვენთაგანს განხეთქილებამდე და კონფლიქტამდე მიიყვანს". – თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები