ცესკო

ცესკო: აპარატში 118 საშტატო პოზიცია 103-მდე შემცირდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გავრცელებული განცხადების მიხედვით, დაწესებულებაში რეორგანიზაციის პროცესის შედეგად აპარატში 118 საშტატო პოზიცია 103-მდე შემცირდა. 

ცესკოს განმარტებით, თანამშრომელთა რაოდენობის შემცირებას საფუძვლად უდევს "ინსტიტუციური საჭიროებები" და მიზნად ისახავს "ეფექტური მმართველობის უზრუნველყოფას". 

"17 დეკემბერს ცესკომ დაწესებულებაში დაწყებულ რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ეს ნაბიჯი პირდაპირ არის დაკავშირებული ინსტიტუციური განვითარების შემდეგ ფაზასთან და მიზნად ისახავს ეფექტური მმართველობის უზრუნველყოფას. დროთა განმავლობაში და განსაკუთრებით საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, საარჩევნო ადმინისტრაციის საჭიროებები ვითარდება, რაც ხშირად საჭიროებს სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს. [...]

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ რეორგანიზაციას საფუძვლად უდევს ინსტიტუციური საჭიროებები. ცენტრალური საარჩევნო კომისია თითოეული თანამშრომლის დასაქმების პროცესში, ხელმძღვანელობს მხოლოდ და მხოლოდ პოტენციური კადრების კომპეტენციებითა და პროფესიონალიზმის ხარისხით, რაც დასტურდება მრავალი ათეული წლის მანძილზე მომუშავე თანამშრომელთა დიდი გუნდის არსებობით ადმინისტრაციაში, თუმცა, უდავოა ისიც, რომ საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელია განახლება და ადაპტაცია იმ გამოწვევების დაძლევის მიზნით, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციას ყოველი არჩევნების წინ და შემდგომ აქვს" – წერია განცხადებაში.

 

 

კომენტარები