სირიაში, დამასკოს გარეუბანში მდებარე ერთ-ერთ ქარხანაში, რომელიც ოფიციალურად საპნის საწარმო უნდა ყოფილიყო, კაპტაგონის მილიონობის აბი და სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების დიდი რაოდენობა აღმოაჩინეს.
The Guardian-ის ინფორმაციით, 8 დეკემბერს სირიის დედაქალაქისკენ მიმავალი ამბოხებულები კომპლექსში შეიჭრნენ. მათ ადგილზე კაპტაგონის მილიონობით აბი და ქიმიური ნივთიერებების ინდუსტრიული რაოდენობა აღმოაჩინეს. ქარხანაში ასევე იპოვეს პლასტმასისგან დამზადებული "ხილი", რომლის შიგნით ასობით მცირე ზომის აბი იყო ჩამალული. ამასთან ერთად, ასევე აღმოაჩინეს ყალბი სპილენძის ხვეულები, რომლებიც ნარკოტიკით იყო სავსე და თაბაშირის ფილები, რომელთა შიგნით კაპტაგონი იყო ჩალაგებული.

როგორც The Guardian-ის ჟურნალისტი ამბობს, ასეთი ქარხნის არსებობა საიდუმლო არავისთვის იყო, ადგოლობრივებიდან თითქოს ყველამ იცოდა სად მდებარეობდა ე.წ. საპნის ქარხანა. როდესაც ერთ-ერთ გამვლელს გზის მიმართულება ჰკითხეს, ყავის გამყიდველმა შემდეგი სიტყვებით გორაკისკენ ანიშნა - "კაპტაგონის ქარხანა? პირდაპირ წადი".
როგორც The Guardian-ს უთხრეს, მთელი ეს ტერიტორია, ქარხნის დასამალად, ადრე ჯარისკაცებით იყო გარშემორტყმული.
უკვე წლებია, რაც მეზობელი ქვეყნები ასადის რეჟიმს მსოფლიოში ყველაზე დიდი კაპტაგონის წარმოებისა და ექსპორტის ორგანიზებაში ადანაშაულებენ. იორდანია და სპარსეთის ყურის ქვეყნები სთხოვდნენ ასადის რეჟიმს, შეეწყვიტა მათ საზღვრებზე ნარკოტიკების გადმოტანა. გავრცელებული ინფორმაციით, ასადს მილიარდობით დოლარიც კი შესთავაზეს, როგორც სტიმული კონტრაბანდის შესაჩერებლად, მაგრამ ნარკოტიკების უკონტროლო ნაკადი მაინც გრძელდებოდა.

თავდაპირველად, ცენტრალურ ევროპაში წარმოებული ნარკოლეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატი - ამფეტამინი, მეტსახელად "ჯიჰადის წამალი", მალევე გახდა ცნობილი ახლო აღმოსავლეთშიც, რადგან ასადის რეჟიმმა და ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები სირიის სამოქალაქო ომის დროს მისი მასობრივი წარმოება დაიწყეს.