ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

სუიკა: დროა, EU-ს მტკიცე და ერთობლივი რეაქცია ჰქონდეს, ამას ჩვენგან ქართველი ხალხი მოელის

დროა, რომ ევროკავშირს მტკიცე და ერთობლივი რეაქცია ჰქონდეს, ეს არის ის, რასაც ჩვენგან ქართველი ხალხი მოელის. მათ, ვინც ძალადობაზე არიან პასუხისმგებლები, პასუხი უნდა აგონ და ხელისუფლებამ სასწრაფო ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა რეპრესიები დაასრულოს, პატიმრები, თვითნებურად დაკავებულები, გაათავისუფლოს და გაწევრიანების პროცესში ხელახლა ჩაერთოს.

გუშინ საგარეო საქმეთა საბჭოზე შევთანხმდით, რომ დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტის მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლას შევაჩერებდით და ასევე ევროკავშირის გლობალური ადამიანის უფლებების სანქციების რეჟიმის ფარგლებში იმ ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირება განვიხილეთ, ვინც ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე პასუხისმგებელია, მათში მონაწილეობს ან მათთან დაკავშირებულია.

ამავდროულად, ქართველი ხალხის გვერდში დგომას გავაგრძელებთ, მათ შორის, ხელისუფლების დაფინანსების სამოქალაქო საზოგადოებისთვისა და დამოუკიდებელი მედიისთვის გადაცემით, რათა მათ ამ საკვანძო პერიოდში მუშაობა შეძლონ.

თქვა ევროკომისიის წევრმა, დუბრავკა სუიკამ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე

კომენტარები