ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ლიურმანი: ქართულ ოცნებას მოვუწოდებ, ეროვნულ დონეზე დაიწყოს დიალოგი რელევანტურ პირებთან

შეშფოთებული ვარ იმ ძალადობით რომელიც საქართველოში ვნახეთ. ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ღრმად შემაშფოთებელია. დღეს განვიხილავთ საბჭოს დასკვნებს, სადაც ქართული ოცნების ქმედებებს ცხადი ტერმინებით დავგმობთ. ასევე, ვმუშაობთ კონკრეტულ სანქციებზე იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ სასტიკ ძალადობაზე და მიდგომაზე პოლიტიკოსების წინააღმდეგ. ქართული ოცნებას მოვუწოდებ, ეროვნულ დონეზე დაიწყოს დიალოგი ყველა რელევანტურ პირთან საქართველოში, რადგან აშკარაა, რომ ამჟამინდელი ქმედებებით ქართული ოცნება ფაქტობრივად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კანდიდატის სტატუსს და საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილ მიზანს

თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევროპის საკითხებში, ანა ლიურმანმა ბრიუსელში, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს დაწყებამდე.

კომენტარები