ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

აქციაზე დაკავებული პირის სასამართლოს ევროპის ქვეყნების საელჩოთა წარმომადგენლები ესწრებიან

მთავარი არხი

30 ნოემბრის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ დავით გოგილაშვილის სასამართლო საქმეს ევროკავშირისა და ევროპული ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან. 

ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ამასთან, როგორც სააგენტო იუწყება, სხდომის დაწყებამდე გოგილაშვილმა აღნიშნა, რომ წარმომადგენლებმა პროცესზე დასწრების სურვილი თავად გამოთქვეს. 

ინტერპრესნიუსი წერს, რომ, დაუზუსტებელი ინფორმაციით, საქმეს ევროკავშირის, ჩეხეთის, ესტონეთის, დიდი ბრიტანეთის, დანიისა და ნიდერლანდების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან. 

გოგილაშვილი ამბობს, რომ ის ლესია უკრაინკას ქუჩაზე დააკავეს და შემდგომ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შედეგად კი ტვინის შერყევა მიიღო და ცხვირი გაუტეხეს. მისივე თქმით,  ბრალი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

კომენტარები