ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა, 16 დეკემბერს განაცხადა, რომ უკრაინისადმი ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიის (EUMAM) ფარგლებში 2025 წლის თებერვლისთვის 75 000 უკრაინელი ჯარისკაცი იქნება გაწვრთნილი.
"ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს უკრაინის დახმარება სამხედრო გზით. ზამთრის ბოლოსთვის, ევროკავშირს გაწვრთნილი ეყოლება 75 000 უკრაინელი [სამხედრო] მოსამსახურე". - თქვა კალასმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საბიუჯეტო დახმარების ფარგლებში ევროკავშირმა უკრაინას მიმდინარე თვეში €4.2 მილიარდით დაეხმარა, ხოლო 2025 წლის იანვრიდან დაწყებული თვეში €1.5 მილიარდს გამოყოფს.
კალასმა გაზი გაუსვა სამომავლოდ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობას. მისი თქმით, "ჩვენ უკრაინას უნდა მივცეთ ის, რაც მას ომში გამარჯვებისთვის სჭირდება".





