ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ოდობესკუ: EU-ს პასუხი უნდა იყოს კარგად განსაზღვრული, რათა გავლენა არ მოახდინოს მოსახლეობაზე

რა თქმა უნდა, ჩვენ შეშფოთებული ვართ საქართველოში განვითარებული მოვლენებით მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების 2028 წლამდე გადადების შესახებ. ევროკავშირის მხრიდან ნებისმიერი პასუხი უნდა იყოს კარგად განსაზღვრული, კარგად გამიზნული, რათა არ მოვახდინოთ გავლენა საქართველოს მოსახლეობაზე.

ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, ამან არ იმოქმედოს მოსახლეობაზე, რომელიც მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას

თქვა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუმინიცა ოდობესკუმ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე.

კომენტარები