საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ დიუნკერკთან ახლოს მდებარე ლუნ პლაჟის ემიგრანტთა ბანაკში 22 წლის პირმა ცეცხლსასროლი იარაღით 4 ადამიანი, მათ შორის, 2 დაცვის სამსახურის თანამშრომელი მოკლა.
დამნაშავე პოლიციაში ჩაბარდა და განაცხადა, რომ მანამდე, მან კიდევ ერთი ადამიანი მოკლა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციამ დაკავებულის მანქანაში ცეცხლსასროლი იარაღი იპოვა, თუმცა, ამ დრომდე უცნობია მკვლელობების მოტივი.