ცესკოს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები შედგა. იოსელიანმა პარლამენტში გამართული საარჩევნო პროცესი ბრიფინგზე შეაფასა.
"11:30 საათისთვის პროცესში მონაწილეობა უკვე ჰქონდა მიღებული კოლეგიის 170 წევრს. შესაბამისად, არჩევნები შედგა, რადგან მასში მონაწილეობა უკვე მიიღო საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტმა" - თქვა იოსელიანმა.
ქართული ოცნება და ხალხის ძალა დღეს პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნებს ატარებს. ერთადერთი კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილია.





