აშშ-ის საელჩო

აშშ-ის საელჩო: ვგმობთ ოცნების მიერ განხორციელებულ ძალადობას მედიასა და მოქალაქეებზე

აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. საელჩო შეხვედრის ამსახველ ფოტოსთან ერთად განცხადებასაც ავრცელებს, სადაც გმობს ქართული ოცნების მიერ მედიასა და მოქალაქეებზე ძალადობას.

"მედია დემოკრატიის ქვაკუთხედია. ელჩი დანიგანი ესტუმრა ჟურნალისტებს, რომლებიც მამაცურად მუშაობენ საზოგადოების ინფორმირებისთვის და გვატყობინებენ სიმართლეს, რომელიც სხვაგვარად დაფარული შეიძლება დარჩეს. ჩვენ ვგმობთ ქართული ოცნების მიერ ბოლო დღეებში განხორციელებულ ძალადობას მედიასა და საქართველოს მოქალაქეებზე. მედიის წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეასრულონ თავიანთი მნიშვნელოვანი საქმიანობა ძალადობისა და რეპრესიის შიშის გარეშე" – წერია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები