ყველა ელოდება ტრამპის ინაუგურაციას აშშ-ში. მანამდე, სამწუხაროდ, არის ღია მცდელობა, მოქმედმა ადმინისტრაციამ ახალ ადმინისტრაციას დაუტოვოს რაც შეიძლება მძიმე მემკვიდრეობა ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, მოქმედი საელჩო და მოქმედი ელჩიც არის ამ გავლენის ქვეშ. აქაც არაფერი პირადი არ გვაქვს მოქმედ ელჩთან, არის არაჩვეულებრივი ქალბატონი, მაგრამ მას არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს იმ გავლენას, რომელიც გამოხატულია მოქმედი ადმინისტრაციიდან. დიდი იმედი გვაქვს, რომ 20 იანვრიდან ქალბატონი ელჩიც გათავისუფლდება ამ გავლენისგან. თქვენ ხედავთ, აბსოლუტურად კომიკური სახე მიიღო საელჩოს კონკრეტულმა ქმედებებმა. ისინი დებენ ე.წ ქარდებს საელჩოს გვერდზე. ქალბატონ რობინ დანიგანს ხუმრობით რობინ ქარდიგანი დაარქვეს. ეს მოფერებით, რა თქმა უნდა. უწყინარი ხუმრობაა, გამომდინარე იქიდან, რომ სიტყვა ქარდიგანი ნიშნავს ჟაკეტს ქართულად.
აშშ-ის საელჩო
კობახიძე დანიგანზე: იმედი გვაქვს, 20 იანვრიდან ქალბატონი ელჩიც გათავისუფლდება გავლენისგან
tbl.ge/6zra
დაკოპირდა
ამბობს ირაკლი კობახიძე.
ამავე თემაზე
- აშშ-ის საელჩო: ვგმობთ ოცნების მიერ განხორციელებულ ძალადობას მედიასა და მოქალაქეებზე
- აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი კახეთს ესტუმრა
- აშშ-ის საელჩო: დიპლომატები ბავშვებისთვის მოთხრობებს Facebook Live-ის მეშვეობით წაიკითხავენ
- აშშ-ის საელჩო: ოკუპაციის დაწყებიდან 99 წლის შემდეგ აშშ საქართველოს გვერდით დგას
- სენატის კომიტეტი: ჩვენი აპარატის წარმომადგენელმა ისაუბრა ქართული დემოკრატიის შესუსტებაზე