აშშ-ის საელჩო

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი კახეთს ესტუმრა

US Embassy, Georgia

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი კახეთს ესტუმრა.  

საელჩოს მიერ გავცელებული ინფორმაციით, კელი დეგნანმა მოინახულა ახმეტა, თელავი, ყვარელი და ლაგოდეხი, რათა პირადად გასცნობოდა აშშ-ს მთავრობის ინვესტიციებს, რომლებიც ფერმერებსა და მცირე ბიზნესს გაფართოებაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკის გაძლიერებაში ეხმარება.

"ელჩი დეგნანი შეხვდა რძის, ღვინის, ხილისა და თხილის მეწარმე ფერმერებს, რომლებიც გაუმჯობესებული წარმოების ტექნოლოგიისა და სარეალიზაციო ბაზრის გაფართოების მეშვეობით სარგებლობენ საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციით." - წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

კომენტარები