ამერიკის საელჩო საქართველოში სკოლაში სწავლის გადადების გამო პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც დიპლომატები ბავშვებს მოთხრობებს ფეისბუქ გვერდის საშუალებით წაუკითხავენ.
"სანამ საქართველოში სკოლები დაკეტილია, ამერიკის საელჩოში, გვსურს, ბავშვებს სწავლის გაგრძელებაში დავეხმაროთ", - ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის საელჩოს ფეისბუქ გვერდზე პირველი Live ხვალ, 13 მარტს, 14:00 საათზე იქნება.
პირველი მოთხრობა, რომელსაც ამერიკელი დიპლომატი, ალთეა ქოლი-მერფრი წაიკითხავს, დოქტორ სიუსის "ლორაქსია".
კორონავირუსის გამო, საქართველოში სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1 აპრილამდე გახანგრძლივდა.