ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი კახიანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი არავინ იყო.
გიორგი კახიანი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო, სადაც მას ოცნების კიდევ ერთი დეპუტატი, არჩილ გორდულაძე შეცვლის.
გიორგი კახიანის გარდა, ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მოადგილეები გია ვოლსკი, თეა წულუკიანი და ნინო წილოსანი არიან.