გასულ ღამეს, პრო-ევროპული საპროტესტო აქციის მონაწილე, გიორგი კუხალეიშვილი პოლიციამ დააკავა - ამის შესახებ ინფორმაციას, ჯგუფ დაიტოვეში მოქალაქე მამუკა ტოროშელიძე ავრცელებს.
ამ დროისთვის, კუხალეიშვილის დაკავების შესახებ მეტი დეტალი უცნობია, თუმცა სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, რომ დაკავება, კუხალეიშვილის აქციაზე სიტყვით გამოსვლას უკავშირდება.
ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ევროინტეგრაციის პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.
პრემიერმინისტრის განცხადებას მოქალაქეების თვითორგანიზებული საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელიც უკვე მე-14 დღეა მიმდინარეობს.
ძალოვნები პროტესტის მონაწილეებს არაერთხელ გაუსწორდნენ სასტიკად - იყო შემთხვევები, როცა ისინი მოქალაქეებს დაშლის ნაცვლად კუთხეში იმწყვევდნენ.
დაკავებულია ასეულობით ადამიანი, რომელიც დაკავების შემდეგ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაზე საუბრობს.





