ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

POG: ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის დეკანსა და 4 სტუდენტს ძალადობაზე ბრალი წარედგინა

პროკურატურამ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის დეკანსა და 4 სტუდენტს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 დეკემბერს, ბათუმში,  ერთ-ერთი უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ამავე უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად  სცემეს ორ პირს. 

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 9 დეკემბერს დააკავეს. ხუთივე პირს  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია განცხადებაში. 

უწყების განცხადებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართეს.

კომენტარები