ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

განიხილება გარკვეული კატეგორიის პირებისთვის ვიზების შესაძლო შეჩერება - ევროკომისია

ევროკომისიის ვიზალიბერალიზაციის მე-7 ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, კომისიაში მიმდინარეობს განხილვები გარკვეული კატეგორიის პირებისთვის ვიზების შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურებასთან დაკავშირებით. 

"საქართველოსთან მიმართებაში, ქვეყანაში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, განიხილება გარკვეული კატეგორიის პირებისთვის ვიზების შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურებასთან დაკავშირებით. კომისია მიიჩნევს, რომ ამის თავიდან ასაცილებლად და ვიზალიბერალიზაციის ყველა სტანდარტის შესრულების გაგრძელების მიზნით, ქვეყანამ უნდა გადადგას დამატებითი სასწრაფო ნაბიჯები კომისიის რეკომენდაციების განსახორციელებლად, განსაკუთრებით ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის სფეროში" - ვკითხულობთ განცხადებაში. 

ცნობისთვის,  5 დეკემბერს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპარ ფელდკამპმა თქვა, რომ ევროკავშირს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერებას მოსთხოვენ.

კომენტარები