Reuters-ის ინფორმაციით, დამასკოდან გაქცეული ბაშარ ალ-ასადის თვითმფრინავი შესაძლოა ჩამოვარდა, ხოლო პრეზიდენტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
გამოცემა ორ სირიულ წყაროს ეყრდნობა. ერთ-ერთმა ალ-ასადის თვითმფრინავის მოძრაობის ტრაექტორიის ფოტო გამოაქვეყნა.

გაქცეული პრეზიდენტი სირიის დასავლეთისკენ, მისდამი ლოიალურ რეგიონში მიფრინავდა, მოულოდნელად თვითმფრინავმა გეზი იცვალა და რუკიდან გაუჩინარდა.
"ის რადარებიდან გაქრა, შესაძლოა იმიტომ რომ ტრანსპონდერი გათიშეს, მაგრამ მიაჩნია, რომ თვითმფრინავი ჩამოგდებულია". – ციტირებს Reuters ერთ-ერთ სირიულ წყაროს.
მეამბოხეებმა ქვეყნის დედაქალაქი 7 დეკემბერს დაიკავეს, ალ-ასადს დამასკოდან თვითმფრინავით ევაკუაცია მოუწია.
ბაშარ ალ-ასადის გაქცევით, სირიაში ალ-ასადების 54-წლიანი მმართველობა დასრულდა.