ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ზურაბიშვილი კობახიძეს: თუ ქუჩებში "ძალადობა შეწყდა", სასტიკი დარბევა რას ემსახურება?

AP

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას აზიარებს და კითხულობს, "რა მიზანს ემსახურება" 7 დეკემბრის ღამის დარბევა, თუკი, კობახიძის თანახმად, "პარტიულ ოფისებში" შესვლისა და "ძალადობის კერის" მოშლის შემდეგ ქუჩებში ძალადობა შეწყდა.

ამის შესახებ ზურაბიშვილი X-ზე წერს

"ტყუილები და ცინიზმი! 

თუ ქუჩებში "ძალადობა შეწყდა", ამ ღამის სასტიკი დარბევა რა მიზანს ემსახურება? დედისგან შვილის მოტაცებას? ქალებზე შურისძიებას?" - წერს ზურაბიშვილი

მანამდე, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ "ძალადობის კერის" მოშლის შემდეგ თბილისში "შეწყდა ძალადობა". 

"როგორც კი ჩვენ მოვშალეთ ძალადობის კერა, როგორც კი შევედით პარტიულ ოფისებში, მაშინვე შეწყდა ძალადობა დედაქალაქის ქუჩებში". - თქვა კობახიძემ. 

კომენტარები