დონალდ ტრამპი

ლავროვი: ტრამპი ძალიან მეგობრულია დისკუსიებში, მაგრამ არ ნიშნავს, რომ პრორუსია

მე მას [დონალდ ტრამპს] რამდენჯერმე შევხვდი, როდესაც მას [ვლადიმირ] პუტინთან შეხვედრები ჰქონდა და როდესაც ორჯერ მიმასპინძლა, მგონი, ოვალურ ოფისში, როდესაც ვიზიტს ვმართავდი ორმხრივი მოლაპარაკებებისთვის. მე ვფიქრობ, რომ ის ძალიან ძლიერი ადამიანია, ვისაც შედეგები სურს, ვისაც არ მოსწონს არაფრის გადადება, ესაა ჩემი შთაბეჭდილება.

ის ძალიან მეგობრულია, როგორც იცით, დისკუსიებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგი პრორუსია, როგორც ცდილობს ზოგიერთი მის წარმოჩენას. სანქციების რაოდენობა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის ქვეშ მივიღეთ, ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი იყო.

თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, Fox News-ის ყოფილ წამყვანთან, ტაკერ კარლსონთან, ჩაწერილ ინტერვიუში.

კომენტარები