ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

სააკაშვილი: ქართული ახალგაზრდობის თვითორგანიზებამ დიდწილად გაუსწრო ვარდების რევოლუციასაც

გამაოგნებელია და აღმაფრთოვანებელია ქართული ახალგაზრდობის თვითორგანიზება, რომელსაც გადაჭარბების გარეშე მთელი მსოფლიო სულგანაბული ადევნებს თვალყურს.

ის ბევრად აღემატება ბელორუსის და ვენესუელელი პროტესტანტების ორგანიზების და წინააღმდეგობის ხარისხს, დიდწილად გაუსწრო ვარდების რევოლუციასაც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენებმა სწრაფად ისწავლეს თავდაცვა ტერორისტული შენაერთებისგან, იმპროვიზაცია და ის, რისი სწავლა ალბათ შეუძლებელია თუ თანდაყოლილი არ გაქვს შეუპოვრობა და სამშობლოსთვის თავდადება.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები