ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ცაჰკნა ოცნებაზე: ცხადია, რომ ხალხსა და EU-ს მოატყუეს, ამას შედეგები აუცილებლად მოჰყვება

ესტონეთმა, ლატვიამ და ლიტვმა გადაწყვიტეს, რომ სანქციები დაეწესებინათ. ესტონეთმა სანქციები 11 პირს დაუწესა, რომლებსაც ივანიშვილი უძღვებათ. ეს დარღვევებს ეხება, რომლებსაც ქუჩებში ვხედავთ, ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს იმ გზაზე, რომელიც მათ აირჩიეს.

ძალიან ცხადად რომ ვთქვა, არ ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები სამართლიანი და პატიოსანი იყო. საქართველოს პრეზიდენტი ძალიან მკაფიო იყო. ახლა ვხედავთ საქართველოში ბრწყინვალე, მშვიდობიან დემონსტრაციებს. ამიტომ, მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს. [...]

ძალიან გულწრფელი ვიქნები, საქართველოს ხელისუფლებამ და ამ პარტიამ ქართველი ხალხი მოატყუა და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ვერ ვხედავ, რომ ევროკავშირისკენ გზის გაგრძელების რეალური სურვილი არსებობდეს, პირიქით.

უკვე ზაფხულში EU-მ ამ პროცესისა და დაფინანსების შეჩერება გადაწყვიტა, შემდეგ საბჭოზე კი საქართველოში ვითარებას განვიხილავთ და იმას, თუ ევროკავშირს რა ზომების მიღება შეუძლია. ვგულისხმობ უვიზო რეჟიმის შეჩერებას, სავიზო და სამგზავრო შეზღუდვებს მაღალჩინოსნებისთვის. რა თქმა უნდა, მთავრობის მხარდამჭერი დაფინანსება შევწყვიტეთ უკვე. ეს ძალიან ნათელია. ასე რომ, ამ ტყუილების აღარ მჯერა. [...]

ვფქიქრობ, საქართველოს ხელისუფლების, ქართულ ოცნების შესახებ გააზრებულია და ნათელია, რომ საკუთარ ხალხს მოატყუეს, ევროკავშირს მოატყუეს, ევროკავშირმა ჩვენი მხრიდან ყველა დაპირება შეასრულა. ამას შედეგები აუცილებლად მოჰყვება.

თქვა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბრისას. 

მანამდე, ლიტვასთან ერთად, ლატვიასა და ესტონეთში ადამიანის უფლებების დარღვევისთვის შესვლა აეკრძალათ ბიძინა ივანიშვილსა და მისი რეჟიმის რიგ სამართალდამცავებსა და მაღალჩინოსნებს. 

კომენტარები