იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 დეკემბერს საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:
"იაპონია ახლოდან აკვირდებოდა საქართველოში განვითარებულ მოვლენებს 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. კერძოდ, ჩვენ მზარდად შეშფოთებულები ვართ 28 ნოემბრიდან მოყოლებული მოვლენებით. საქართველოს მთავრობის განცხადების შემდეგ, რომ ის არ დაიწყებდა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე, რომლის ფარგლებშიც დემონსტრანტები და უსაფრთხოების ორგანოები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რასაც მრავალი დაშავებული და დაკავებული მოჰყვა.
იაპონია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გამოიჩინოს თავშეკავებულობა, რათა თავიდან იყოს არიდებული ვითარების გაუარესება და [იაპონია] იმედოვნებს, რომ იგი [მთავრობა] მიიღებს კონსტრუქციულ ზომებს, რათა მოიპოვოს საკუთარი ხალხის გაგება და [იმედოვნებს] რომ ვითარება მალე დაწყნარდება".
წერია იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.





