ლარის კურსი

ლარი დოლართან 6.8 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან - 6.2 თეთრით

ლარი დოლართან 6.84 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 6.19 თეთრით. ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8478 ლარია, ერთი ევროსი - 2.9967 ლარი. 

აღსანიშნავია, რომ 2 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი ბაზარზე არსებულ ყველა, 43-ვე ვალუტასთან გაუფასურდა.

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.95 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.11 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.91 ლარია, ევროსი - 3.07 ლარი.

მხოლოდ ოქტომბრის თვეში, ოფიციალურად, ეროვნულმა ბანკმა ოთხი სავალუტო აუქციონი გამართა და 213.4 მილიონი დოლარი გაყიდა. თუმცა, ლარის კურსი განსაკუთრებით ბოლო ორი ვაჭრობისას გაუფასურდა - მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი ოფიციალურად 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა. 28 ნოემბრის შემდეგ, ლარი დოლართან და ევროსთან 10-10 თეთრით გაუფასურდა.

აღსანიშნავია, რომ ევროინტეგრაციის შეჩერებაზე ქართული ოცნების გადაწყვეტილების და საპროტესტო აქციების ძალადობრივი დაშლის ფონზე საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა შეაჩერა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.

კომენტარები