პოლიციამ გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დააკავა. კადრებს თვითმხილველი, სოფია ღვინიანიძე ავრცელებს.
"ხალხზე ნადირობენ, ვაკეში ტრანსპორტი არ ავიდა და შუა გზაში ჩამოგვყარა" - წერს თვითმხილველი.
ივანიშვილის რეჟიმმა გასული სამი დღის მსგავსად, 1-2 დეკემბრის აქციაც ძალადობრივად დაშალა. წყლის ჭავლის და სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენების გარდა, კრიმინალური პოლიცია სცემდა და აკავებდა მომიტინგეებს. მათ შორის, დაარბიეს რუსთაველის მეტროში ჩასული მოქალაქეები.
მომიტინგეთა ნაწილმა ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლა, თუმცა, პოლიციამ აქცია იქაც დაშალა.