ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, რომ მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს ახალ ადმინისტრაციას, ტრამპის ადმინისტრაციას. ამას აკეთებენ ისინი უკრაინასთან მიმართებით და ამას აკეთებენ ახლა საქართველოსთან მიმართებითაც, თუმცა, ამას ვერ ექნება ვერანაირი პრინციპული მნიშვნელობა.
ჩვენ დაველოდებით, რა თქმა უნდა, ახალ ადმინისტრაციას და ჩვენ ყველაფერზე ვისაუბრებთ ახალ ადმინისტრაციასთან. შესაბამისად, ეს არის ისეთივე დროებითი მოვლენა, როგორც სალომე ზურაბიშვილი.