პარლამენტში განათლების, კულტურის, სპორტისა და ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართა, სადაც მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილეს და მინისტრობის 3 კანდიდატსა და მათ მიერ წარდგენილ სამთავრობო პროგრამას მოუსმინეს.
განათლების მინისტრად ალექსანდრე წულაძის, კულტურისა და სპორტის მინისტრად თინათინ რუხაძის, ჯანდაცვის მინისტრად კი მიხეილ სარჯველაძის კანდიდატურებს ოთხივე კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
საკომიტეტო მოსმენების შემდეგ, ერთპარტიული პარლამენტი საქართველოს ახალ მთავრობას 28 ნოემბერს დაამტკიცებს.





