დღეს გამოვიდა ეს ადამიანი [გიორგი გახარია] და თქვა, რომ ნომერ პირველი ამოცანა არის არალეგიტიმურობის, არაღიარების პოლიტიკა საერთაშორისო ასპარეზზე და ქვეყნის შიგნით, რომ არავინ ცნოს ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია. იმისთვის, რომ არავინ ცნოს ლეგიტიმაცია, ერთადერთი, რაც ოპოზიციას შეუძლია გააკეთოს, ჩაჭრას ყოველგვარი კონტაქტი არალეგიტიმურ ორგანოსთან და ეს სწორედ სიების ჩახსნითა და მანდატებზე უარის თქმით ხდება. სხვა შემთხვევაში შენ ინარჩუნებ სამართლებრივ კავშირს, რითაც დარტყმას აყენებ არაღიარების პოლიტიკას, ანუ პირდაპირ დარტყმას აყენებ არჩევნების არაღიარების პოლიტიკას. თუ რამემ შეიძლება პრობლემა შექმნას განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე, რომ ვინმე გამოვიდეს ისეთი, ვინც არ ჩაჭრა თავისი ურთიერთობა. არ შესვლა ნიშნავს ბოიკოტს და არა არალეგიტიმურობას. ბოიკოტში შეიძლება იყო ერთი თვე და შემდეგ, არ იყო, მერე ისევ იყო... ბოიკოტსა და არაღიარებას შორის დიდი განსხვავებაა.
ეს რაღაც არგუმენტაცია, რაც მოვისმინეთ, არის მიუღებელი, საჭირო დროს... ყველაზე საჭირო დრო არის ახლა. თვითონვე ამბობს, რომ შემდეგი ერთი თვე არის გადამწყვეტიო - თვითმარქვია პარლამენტს უნდა დანიშნოს პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც ასევე იქნება თვითმარქვია და აქედან გამომდინარე, ახლაა ის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც შენ უნდა ჩაჭრა ყველა ურთიერთობა იმ მხარესთან. პირიქით, აქედან ყველა ერთად უნდა მივაწვეთ, რომ სასწრაფოდ მოხდეს დაკმაყოფილება ჩვენი მანდატების გაუქმების, რომ ამით სამართლებრივი ბაზისი შევქმნათ, მათ შორის, ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ აქეთ არის ლეგიტიმაცია, ჩვენ არ ვცნობთ იქითა მხარეს და იმ მხარესთან ყველა კონტაქტი არის გაწყვეტილი.





