სამირა ბაირამოვა

"თქვენი ეროვნება პრობლემურია" – სამირა ბაირამოვა ერევნის აეროპორტში არ შეუშვეს

სამირა ბაირამოვა
Netgazeti

წარმოშობით აზერბაიჯანელი ქართველი აქტივისტი სამირა ბაირამოვა ერევნის აეროპორტში არ შეუშვეს. ამის შესახებ ბაირამოვა სოციალურ ქსელ X-ში წერს. 

"ცუდი ამინდის გამო თბილისისკენ მიმავალი თვითმფრინავი ერევნის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. როგორც საქართველოს მოქალაქეს, ქვეყანაში შესვლის უფლება არ მომცეს, მითხრეს "თქვენი ეროვნება პრობლემურია". რატომ უნდა ვიყოთ ამ კონფლიქტის მონაწილეები? ეს არ შეეფერება ნიკოლ ფაშიანიანის დემოკრატიულ განცხადებებს". – წერს სოციალურ ქსელში ბაირამოვა.

კომენტარები