დღეს მივიღე გადაწყვეტილება, კიდევ უნდა შევიცვალო ჩემი საცხოვრებელი ადგილი დროებით. ოღონდ არ ვიცი კონკრეტულად, საქართველოში სხვა რეგიონში გადავალ თუ საზღვარგარეთ, მაგრამ დროებით მომიწევს ჩემი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, იმიტომ, რომ ეს უკვე იყო წითელი ხაზი ჩემთვის. ან ამ ადამიანებთან უნდა შევიდე ფიზიკურ დაპირისპირებაში, ან ასევე, ვცდილობ, სახლში მქონდეს შესაბამისი აღჭურვილობა, იმიტომ რომ ამ სახლში ცხოვრება ჩემთვის უკვე არ არის უსაფრთხო. ამ საკითხზე ვფიქრობ და აი, ამ დროში, სანამ მოვალ აზრზე, რომ გადავიტანო ეს ყველაფერი, ვფიქრობ, კვლავ ადგილის შეცვლას, მაგრამ ეს ჩემთვის რთულია სწავლებასთან და სამსახურთან ერთად, მაგრამ ისევ მიწევს საქმის გვერდზე გადადება და ფიზიკურ უსაფრთხოებაზე ფიქრი.
tbl.ge/6j85
დაკოპირდა
თქვა სამოქალაქო აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ ფორმულას ეთერში, მას შემდეგ, რაც მისი საცხოვრებელი ბინის კარზე უცნობმა პირებმა ქრისტიანული რელიგიის სიმბოლო - ჯვარი, ხოლო კედელზე - რუსეთის დროშა დახატეს.
ამავე თემაზე
- ბაირამოვა: კარზე ჯვარი დამიხატეს, კედელზე აგვისტოს ომის ლოგოს ადგილას - რუსეთის დროშა
- სამირა ბაირამოვა პროკურატურამ დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართო – საია
- პაპუაშვილი ბაირამოვაზე: ყველა გამხდარა ამგვარი მუქარისა და ჰეითერული კამპანიის სამიზნე
- სამირა ბაირამოვას მშობლები პრეზიდენტს, პრემიერსა და შს მინისტრს შვილის დაცვას სთხოვენ
- "ალტ-ინფომ მუქარა შეასრულა" – სამირა ბაირამოვას თქმით, მარნეულში ენმ-ს ოფისი შეღებეს