800 000 ადამიანი არსებობს ქვეყანაში, რომელსაც არ ეშინია არც გამოჟონილი მელნის, არც იმის, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებული ნათესავს სამსახურიდან გაუგდებენ, არც იმის, რომ უჭირს, არც იმის, რომ ოჯახის წევრი ავად ჰყავს, არაფერ ამას არ უშინდება, ამის მიუხედავად მიდის და ოპოზიციას აძლევს ხმას, ანუ რეჟიმის წინააღმდეგ მიდის, ვისაც ყველაზე მეტი ძალაუფლება აქვს, ვისაც სახელმწიფო მიტაცებული ჰყავს, მიდის, ხმას აძლევს, მაგრამ როდესაც ოპოზიცია ეუბნება, რომ გამოდი ახლა ქუჩაში და ხმები დავიცვათ, ოპოზიცია ვერ ახერხებს არათუ 10%-ის, არათუ 5%-ის, 1%-ის, 0.5%-ის მობილიზებაც კი ვერ კეთდებოდა. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ხალხი უარს გეუბნება საერთოიდ... ეს ნიშნავს, რომ უდიდესი პოლიტიკური კრიზისი აქვს ოპოზიციას და შეუძლებელია, ეს ვერ გააცნობიერო ადამიანმა...
...კარგ ხასიათზე მაყენებს ის, რომ დაკვეთა დავინახე და მიმაჩნია, რომ დაკვეთა იყო მთავარი, რაც უნდა გაჩენილიყო იმისთვის, რომ ამ დაკვეთამ შვას ისეთი ოპოზიცია, თუნდაც ნაწილობრივ იგივე სახეებისგან, რომელიც სისტემურად სხვანაირად იმოქმედებს, სხვა სისტემაში იქნება და ქვემოდან ზემოთ...
ანუ თუ დაკვეთა იმდენად ძლიერი იქნა, რომ პოლიტიკური კლასი დაიმორჩილა და ამ დაკვეთაზე პასუხის გაცემა გახდა კრიტერიუმი პოლიტიკოსის შეფასების, სისტემურად ამუშავდება ყველაფერი ისე, რომ ვინც ამ დაკვეთას კარგად პასუხობს, თვითონ პოლიტიკურ პარტიასაც მოუნდება ეს წარმატებისთვის. ეს ააყირავებს და ეს მაძლევს მე ოპტიმიზმს, რადგან დავინახე ძალიან დიდი სივრცე იმის, რომ გაჩნდეს დაკვეთა.





