საქართველოს პარლამენტი

მდინარაძის თქმით, ივანიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება გამორიცხულია

ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა

ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატის, მამუკა მდინარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება გამორიცხულია. 

მდინარაძე ამბობს, რომ ქართულ ოცნებაში 99%-ით უკვე ჩამოყალიბებული არიან, ვინ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი. 

"ისეთი კითხვა დამისვით, ძალიან დიდი ხანი ბევრს რომ ვმსჯელობდით ჩვენს გუნდში. ლიდერებთან ეს დიდი ბჭობისა და განხილვის საგანი იყო, არ დაგიმალავთ როგორი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი. ბატონი ბიძინადან დაწყებული დამთავრებული „ქართული ოცნების“ რიგით ჯარისკაცამდე [ფიქრობს, რომ] პირველი ნიშა, რაც უნდა იყოს - უნდა იყოს ეროვნული, ქართველი. არ ვგულისხმობ გენეტიკას, ქართველი უნდა იყოს სულით და გულით. თუკი ზედმეტ პათეტიკაში და გადაჭარბებაში არ ჩამითვლით" - თქვა მდინარაძემ. 

კომენტარები