არჩევნები 2024

პაპუაშვილი ელჩებზე: გვაქვს პოლიტიკაში უცხოური მონაწილეობის ინსტრუმენტალიზების გამოცდილება

დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა. უპირველეს ყოვლისა, ეს დღე არის ჩვენი მოქალაქეების, მათი არჩეული პარლამენტის. პარლამენტში წარმოდგენილი იქნებიან მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები და ეს დღე, როგორც შეშვენის ჩვენს ქვეყანას, იქნება ჩვენი ეროვნული დღე. რაც შეეხება უცხო ქვეყნების წარმომადგენლების მონაწილეობა-არმონაწილეობას, ჩვენ გვაქვს სამწუხარო გამოცდილება იმის, რომ ხდება ინსტრუმენტალიზება უცხოური მონაწილეობისა ქართულ პოლიტიკაში და ვფიქრობ, რომ ყველასთვის კარგი და უმჯობესია და სწორედ იმისთვის, რომ არ იყოს არასათანადო ჩარევა შიდაპოლიტიკურ საკითხებში, ინსტრუმენტალიზირება სხვადასხვა საკითხება, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ეს ზოგადი მიდგომა გვქონდეს პარლამენტში.

ამბობს ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი, შალვა პაპუაშვილი პარლამენტის პირველ სხდომაზე ელჩების არყოფნაზე. 

კომენტარები