ლიტვა

ვილნიუსის აეროპორტთან სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა, სულ მცირე, 1 დაიღუპა, 2 დაშავდა

REUTERS/Andrius Sytas 

ლიტვაში, ვილნიუსის აეროპორტთან სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც, სულ მცირე, 1 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა

შემთხვევის შედეგად დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საზოგადოებრივი მაუწყებელი, LRT და გამოცემა Reuters ავრცელებს

"ეკიპაჟის ერთი წევრი სიცოცხლის ნიშნების გარეშე იპოვეს, ორი გადაარჩინეს და საავადმყოფოში წაიყვანეს". - თქვა ვილმანტას ვიტკაუსკასმა, ლიტვის ეროვნული კრიზისების მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, LRT-ის მიხედვით.

LRT-ის მიხედვით, ვილნიუსის მერმა, ვალდას ბენკუნსკასმა თქვა, რომ თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლთან ახლოს, შიდა ეზოში ჩავარდა. მისი თქმით, სახლის 12-ივე მცხოვრები გადარჩა. 

Reuters-ის ინფორმაციით, სატვირთო თვითმფრინავი DHL-ს ეკუთვნოდა და მას ავიახაზი, SWIFT მართავდა. 

CNN-თან საუბრისას ვილნიუსის აეროპორტის სპიკერმა თქვა, რომ შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 5:30 საათზე მოხდა. 

"ქალაქის სპეციალური სამსახურები, ასევე ვილნიუსის აეროპორტის სახანძრო სამსახურის ჯგუფები ადგილზე მუშაობენ და სამაშველო სამუშაოებს ხელმძღვანელობენ". - თქვა ვილნიუსის აეროპორტის სპიკერმა გამოცემასთან საუბრისას. 

კომენტარები