რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის ახალი კვლევის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეების 78.8% ქვეყნის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ენდობა.
კვლევა 11-17 ნოემბერს და მასში 18-წელზე უფროსი ასაკის 1600 მოქალაქე მონაწილეობდა. მიღებული შედეგების მიხედვით, პუტინის მიმართ ნდობის მაჩვენებელი არ შეცვლილა.
ამასთან, პუტინის საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 75.5%, რუსეთის მთავრობის მართვის სტილი მისაღებია 49.8%-სთვის, ქვეყნის პრემიერს, მიხაილ მიშუსტინს დადებითად აფასებს 52%, მის მიმართ ნდობას კი 61.4% აფასებს.
ვლადიმირ პუტინის პარტიის, ერთიანი რუსეთის რეიტინგი კი 36.2%-ია.